top of page
Graduation Celebration Outdoors

აბიტურიენტთა კლუბი-შენი გზამკვლევი ეროვნულ გამოცდებზე

ეროვნული გამოცდები აბიტურიენტის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ პერიოდში ჩნდება უამრავი კითხვა, გაურკვევლობა და სტრესი — რა შეიცვალა გამოცდებში? როგორ მოვემზადო სწორად? რას მივაქციო ყურადღება, რომ შედეგი მაქსიმალურად მაღალი იყოს?

ჩვენი მიზანია, რეალურად დავეხმაროთ აბიტურიენტებს შედეგის მიღწევაში, არა ქაოტური ინფორმაციის, არამედ სისტემური და პროფესიონალური მხარდაჭერის გზით.

მასტერკლასების კალენდარი

11 იანვარი-28 ივნისი 
ინგლისური

მასტერკლასების ყოველკვირეული სერია აბიტურიენტებისთვის. პროგრამა ფარავს ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ ყველა საკითხს. სესიებს გაუძღვება აკადემიის ბრიტანელი ინსტრუქტორი ედვარდ რისი. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი. მასტერკლასები ჩატარდება ყოველ კვირას პლატფორმა Zoom-ის  გამოყენებით.

ისტორიის მოსამზადებელი პროგრმა

ორშაბათი
ოთხშაბათი
პარასკევი




20:00 საათი

პროგრამა განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ემზადებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიაში. კურსის მიზანია საგამოცდო პროგრამის სრულფასოვნად და სტრუქტურირებულად გავლა დარჩენილ დროში, ისტორიული ცოდნის სისტემატიზაცია და გამოცდაზე ორიენტირებული უნარების განვითარება.

Join the Club

Join our email list and get access to specials deals exclusive to our subscribers.

Thanks for submitting!

© A+ Academy

bottom of page