
A+ Academy
AIESEC-Our Main Partner in Sweden
AIESEC in Sweden is part of the world's largest youth-led organization, developing young leaders through cross-cultural experiences.

Stockholm
The City of Education and Innovation 💡🇸🇪
ქალაქი, ცნობილი უნივერსიტეტებითა და კვლევითი ცენტრებით.
Karolinska Institute – მსოფლიოში აღიარებული სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც მედიცინის დარგში ნობელის პრემიის შესარჩევი კომიტეტის წევრია და ამავე დროს, სამედიცინო მეცნიერებების ერთ-ერთი უდიდესი კვლევითი ცენტრი.
Gamla Stan
Are You Ready to Make a Wish Come True? ✨🏰🔮
გამლასტანი – ძველი ქალაქის ვიწრო, ფერადი ქუჩები, ლითონის ლამპიონები და კუთხეში ჩამალული კაფეები. ლეგენდის თანახმად, თუ ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო ქუჩის – Mårten Trotzigs gränd-ის ბოლოს სურვილს ჩაიფიქრებ და თვალდახუჭული მიხვალ კედლამდე, ის აუცილებლად აგიხდება.


A Must-See Masterpiece
🚢Vasa Museum⚓️
გემი, რომელიც 1628 წელს პირველსავე მოგზაურობაზე ჩაიძირა და 333 წლის შემდეგ ზღვის ფსკერიდან თითქმის უვნებლად ამოიტანეს, დღეს სტოკჰოლმის ვაზას მუზეუმში ინახება.
ეს დაუჯერებელი მუზეუმი შვედური მემკვიდრეობის გულში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიული სანახაობაა.
Skansen
მსოფლიოს პირველი და უნიკალური ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმია, ადგილი, რომელსაც ხშირად “მინიატურულ შვედეთსაც” უწოდებენ, რადგან აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაც შვედურ კულტურასა და ტრადიციებს უკავშირდება. ეს სივრცე ყველაზე სრულყოფილად აკავშირებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს ერთმანეთთან.


Nordic Museum (Nordiska museet)
Step Into the Heart of Nordic Life
შვედეთის ყველაზე დიდ კულტურულ-ისტორიულ მუზეუმი. ის ასახავს სკანდინავიური კულტურის განვითარებას, ტრადიციებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას XVI საუკუნიდან დღემდე.
Kungliga slottet
გამლასტანზე აღმართული დროის საცავი, სადაც შვედეთის ისტორია ფურცლებივით იშლება. ეს შვედეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია და ერთ-ერთი უდიდეს ი სასახლეა ევროპაში.


Tekniska museet
შვედეთის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მუზეუმი იდეალური ადგილია მეცნიერების, ინოვაციისა და სიახლეების მოყვარულთათვის. 2023 წლის დეკე მბერში მუზეუმმა წარადგინა Wisdome Stockholm — 1,000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული 3D გუმბათი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ კოსმოსი და გაეცნონ AI ლანდშაფტებს.
AIESEC-Our Main Partner in Sweden
AIESEC in Sweden is part of the world's largest youth-led organization, developing young leaders through cross-cultural experiences.
